კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში ვივეკ რამასვამისთან ერთად აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი აბსოლუტურად ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს.
ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ვივეკ რამასვამის პოსტს, რომელმაც დაწერა, რომ „დეტალურად უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით“.