დავით ქართველიშვილი: ბავშვების თემასთან დაკავშირებული ტრაგიკული სუნი ტრიალებდა გუშინდელ აქციაზე და დღესაც თუ იგივე განმეორდა, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს?

დავით ქართველიშვილი: ბავშვების თემასთან დაკავშირებული ტრაგიკული სუნი ტრიალებდა გუშინდელ აქციაზე და დღესაც თუ იგივე განმეორდა, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალურ5ი ოპოზიციის აქციებზე არასრულწლოვანთა ჩართულობას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, რადიკალებმა აკერმანის გეგმას გადააჭარბეს და აქციებზე, უკიდურესი ფორმით ჩართეს მცირეწლოვანი ბავშვები.

„წარმოგიდგენიათ ამ პატარა ბავშვებზე რა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება?“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობა, ვინც ბავშვებს მიმდინარე პროცესებში რთავს. მისი განმარტებით, ამაზრზენია მცირეწლოვანი ბავშვების რადიკალურ პროცესებში ჩართვა და ამის შესახებ საზოგადოებაშიც ხმამაღლა უნდა ითქვას.

„მე მგონი, აკერმანის მეთოდოლოგიურ გეგმებს გადააჭარბეს კიდეც იმიტომ, რომ  პირველად მოხდა პატარა ბავშვების ჩართვა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, თან უკიდურესი ფორმით. ფაქტობრივად ბავშვები ისროდნენ გუშინ ბოთლებს, ქვებს. დღეს თეა წულუკიანმა მართებულად მიმართა იუნისეფს, რომელსაც ხმა არ ამოუღია 2003-2012 წლებში ციხეებში  პატარა ბავშვების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და ეს ორგანიზაცია ახლაც დუმს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ეხება და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება იყო ომბუდსმენი და მე მინდა აღვნიშნო ეს ფაქტი - მივესალმები ლევან იოსელიანის ამ პოზიციას. ის, რაც ხდება დღეს - გაფიცულია რიგი სკოლები, მასწავლებლებს, პედაგოგებს გაჰყავთ პატარა, 7-8 წლის ბავშვები ევროკავშირის დროშებით პარლამენტის დანგრეულ შენობასთან, წარმოგიდგენიათ ამ პატარა ბავშვებზე რა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება? როდესაც ყველაფერში მივყვებით იმ არნახულ დასავლურ დემოკრატიას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ში მშობლებმა სუპერმარკეტთან მანქანაში რომ დატოვონ პატარა ბავშვი და 10 წუთით შევიდნენ მაღაზიაში, პოლიცია დააჯარიმებს მათ პირველ ჯერზე და მომდევნო შემთხვევაში  მშობლების უფლებების შეჩერებაზეც შეიძლება დააყენოს საკითხი სამეურვეო სამსახურის წინაშე. ჩვენ ნუ ვიქნებით ასეთი უსუსურები იმ საკითხებში, რასაც ჰქვია ბავშვის ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბავშვების თემასთან დაკავშირებული ტრაგიკული სუნი ტრიალებდა გუშინდელ აქციაზე და დღესაც თუ იგივე განმეორდა, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ჩემთვის გაუგებარია. მშობლებს ვკითხოთ თუ სკოლას? უნდა ვკითხოთ სკოლასაც და მშობელსაც და უნდა დაისაჯოს ყველა, მშობლით დაწყებული პედაგოგით დამთავრებული იმიტომ, რომ ეს არის არნახული რამ. ასეთი რამ აკერმანსაც არ მოუვიდოდა თავში, რა ხერხსაც ესენი მიმართავენ და რაზეც სპეკულირებენ. ქართველი ადამიანისთვის, რაც არ უნდა პოლარიზებული იყოს საზოგადოება ერთმანეთთან, დედისა და ბავშვის კულტი არის საკრალური რამ. ერთსაც გადაუარეს და მეორესაც. იყენებენ ფარად - ეს არის ამაზრზენი და ამაზე უნდა ითქვას საზოგადოებაში ხმამაღლა,“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.