ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე თავს დაესხა. კაკაბაძის გაღიზიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა. მან სცადა, ჟურნალისტისთვის მიკროფონი წაერთმია და მას „მატყუარა, თავხედი და პროვოკატორი“ უწოდა.