ვაჟა სირაძე: მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისაკენ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შს სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს

ვაჟა სირაძე: მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისაკენ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შს სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისაკენ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავისი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და ეს გაფრთხილება სწორედ იქ გააცნო ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, შს სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებული, რათა დაიცვან კანონი.

„აქციის დაწყებისთანავე უკვე გარკვეულმა პირებმა განახორციელეს უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნის სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე მოხდა შუშების ჩამსხვრევა, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში. ჩვენ მიერ მოხდა რეაგირება და ამ ეტაპზე ორი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.