შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ცხადი მაგალითი, რაც ელოდა ამ ქვეყანას არჩევნებში ერთი გრამი ძალაუფლება რომ მოეპოვებინათ - კედელთან მიგვაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ცხადი მაგალითი, რაც ელოდა ამ ქვეყანას არჩევნებში ერთი გრამი ძალაუფლება რომ მოეპოვებინათ - კედელთან მიგვაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება

რამდენი ობიექტური დამკვირვებელი გვყავს, ვითომ, სხვადასხვა „ენჯეოს“ სახით, ვინმემ საერთოდ ხმა ამოიღო? ასეთი რამ რომ მომხდარიყო მათთან დაკავშირებულ ოპოზიციის კუთვნილ ტელევიზიაში, დღეს ხომ გადაჭრელებული იქნებოდა მათი ფეისბუქ-სტატუსები, რომ მოხდა ძალადობრივი ზეწოლა ტელევიზიასა და მის სარედაქციო პოლიტიკაზე, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან გუშინ პირველ არხში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრობდნენ იქ მისული „კეზერაშვილისა და ხაზარაძის ტელევიზიის წარმომადგენელი“.

„რამდენ ძალისხმევას, ინვესტიციას, მათ შორის მედიაინვესტიციას, აკეთებენ იმისთვის, რომ ჩამოირეცხონ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამღა, რომელიც მათ ადევთ და როგორ ცდილობენ-ხოლმე წარმოაჩინონ, თითქოს, როგორღაც არიან არა „ნაცები“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხომ ამას ვხედავთ, რომ ეს ნირი, ეს ზნე, რასთანაცაა დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, აქ პარტიისა და პოლიტსაბჭოს წევრობაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იდეოლოგიაზე. ამ იდეოლოგიის ნაწილი ვინც არის, ის ასე იქცევა ზუსტად - ასე ვთქვათ, ტელევიზიების ჯერ არაძალადობრივად, სხვაგვარი მეთოდებით დაპატრონება, რაც ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს და სადაც ეს არ გამოდის, მაშინ პირდაპირ შევარდნა და ისე დაპატრონება.

რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? რამდენი ობიექტური დამკვირვებელი გვყავს, ვითომ, სხვადასხვა „ენჯეოს“ სახით, ვინმემ საერთოდ ხმა ამოიღო? ასეთი რამ რომ მომხდარიყო მათთან დაკავშირებულ ოპოზიციის კუთვნილ ტელევიზიაში, დღეს ხომ გადაჭრელებული იქნებოდა მათი ფეისბუქ-სტატუსები, რომ მოხდა ძალადობრივი ზეწოლა ტელევიზიასა და მის სარედაქციო პოლიტიკაზე. სხვა რამ კი არ ვიხილეთ გუშინ - პირდაპირ მივიდნენ, მოითხოვეს რომ ეთერი უნდა იყოს არა ისეთი, როგორც განსაზღვრავს ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში, არამედ ისეთი, როგორსაც ეტყვიან. ამას ეუბნება ხალხი, რომელიც თავად სხვა, პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელია. კეზერაშვილისა და ხაზარაძის ტელევიზიის წარმომადგენელი რომ მივა და საზოგადოებრივ მაუწყებელს პრეტენზიებს წაუყენებს, რაზეა საერთოდ საუბარი?! ან რა მორალზე, ან რა ეთიკაზე და ან რა ადამიანურ წარმოდგენაზე. ასე, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ცხადი მაგალითი - ის, რაც ელოდა ამ ქვეყანას ამ არჩევნებში ერთი გრამი ძალაუფლება რომ მოეპოვებინათ. ჩვენ ხომ ამას ვამბობდით - ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, კედელთან მიგვაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პიველი არხის შენობასთან 30 ნოემბერს აქციის მონაწილეები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობისგან პირდაპირ ეთერს ითხოვენ.