ირაკლი ზარქუა: 4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული - ზუსტად იმ სცენარით მიდიან

ირაკლი ზარქუა: 4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული - ზუსტად იმ სცენარით მიდიან

4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული - ზუსტად იმ სცენარით მიდიან, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

„ეს არის 4 უსამშობლო პარტია, რომელიც ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული - ზუსტად იმ სცენარით მიდიან. ისინი ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე, ვინც ჩართული არიან, აქ ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ჩვენმა პრემიერმა, რომ აქ აქვთ ბოლო გაფართხალება - როგორმე ქაოსში შეიყვანონ ეს ქვეყანა“, - აღნიშნა ზარქუამ.

მაკკეინის ინსტიტუტმა 2024 წლის სექტემბერში გაავრცელა შეფასება, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, წერს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსების მიერ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და არჩევნების შემდეგ განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ.