ირაკლი კობახიძე:  ჩვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით, მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ვალდებულებებს

ირაკლი კობახიძე:  ჩვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით, მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ვალდებულებებს

ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ, ეს არისასოცირების შეთანხმება" დათავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება, დანარჩენი არის შანტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ბუნებაში არ არსებობს,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია გრძელდება ინტენსიურად და ამაზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული, როგორც საარჩევნო, ისე სამთავრობო პროგრამებით.

ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, გრძელდება ინტენსიურად ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ არ გრძელდება შანტაჟი. დასრულდება შანტაჟი, გაგრძელდება ევროინტეგრაცია, პირდაპირი კავშირია ამ ორ მოვლენას შორის. თუ გაგრძელდება შანტაჟი, არ იქნება არავითარი ევროინტეგრაცია. დასრულდება შანტაჟი, ჩვენ უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირში, ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. საზოგადოებას უნდა უთხრათ სიმართლე, ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა აღებული, საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ამ ვალდებულებებს და ეს არის, სწორედ, ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე. საზოგადოებას აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ბუნებაში არ არსებობს. არც ევროკავშირს შეუჩერებია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი და არც ჩვენ შეგვიჩერებია ინტეგრაცია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი, ეს არის სიმართლე,"- განაცხადა პრემიერმა.