ომი არასოდეს არ ყოფილა ასეთი საშიში, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა, რომ საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით, - ციტირებს ორბანს საინფორმაციო სააგენტო Index.
„ჩვენ რთულ მდომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს მშვიდობასთან, ომი კი არასოდეს არ ყოფილა ასეთი საშიში“, - განაცხადა ორბანმა.
ორბანმა ინფორმაციას ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ, რომელიც ბირთვულ იარაღსაც შეიძლება შეიცავდეს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მსგავს რაკეტასაც გაუშვებს, ეს იქნება „მსოფლიო ომის დასაწყისი ბირთვული შინაარსით“.
„მე არ ვისურვებდი, რომ მსგავსი ნივთი სადმე იყოს ჩამოგდებული. ამ ყველაფერმა ჩვენ გვაიძულა დავფიქრებულიყავით“, - აღნიშნა ორბანმა, რომელმაც დაადანაშაულა ევროპარლამენტი ომის გაგრძელების სურვილსა და მისი ინტენსივობის გაზრდაში.
„ისინი ამბობდნენ, რომ მეტად უნდა დახმარებოდნენ უკრაინელებს ტრამპის მოსვლამდე ხელისუფლებაში. აშშ-მაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო ცოტა ხნის წინ და, სამწუხაროდ „ტრამპის ეფექტი“ ჯერჯერობით ამ ომში არ იგრძნობა“, - განაცხადა ორბანმა.