სალომე ზურაბიშვილი: გაიღვიძე, ევროპა

სალომე ზურაბიშვილი: გაიღვიძე, ევროპა

„ევროპა და ევროპული იდეალებია, რასაც რუსული მარიონეტი აგენტები მიზანმიმართულად და საატიკად ახშობენ თბილისის ქუჩებში. გაიღვიძე, ევროპა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით მიმართავს ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს. ზურაბიშვილი მათ მოუწოდებს, მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია.

„ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ, გამოფხიზლდით.

დროა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში, აღარ შეიძლება. ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა. ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა.

პოზიცია გამოხატეთ, პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან, ან თუნდაც სოციალურ ქსელში, ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.

P.S. ეს, ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან“, – წერს ზურაბიშვილი.

დოი მოღალატე აგენტი!
3 საათის უკან
კარლო ამ ფაშისტმა უნამუსო დედაკაცმა პასუხი უნდა აგოს
3 საათის უკან
თომა მოღალატე, მონა, პუჩისტი!.
3 საათის უკან