ვფიქრობ, რომ ოპოზიციას მიზნად აქვს დასახული, რაც შეიძლება მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია. მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მეტი გამწვავება იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი შეფასებები იყოს დასავლეთიდან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჯერჯერობით ისინი არ ფიქრობენ, რომ ამას არ მიაღწევენ. ჩქარობენ, დაახლოებით ერთი თვე აქვთ და ფიქრობენ, ამ ერთ თვეში რაღაცნაირად გადავტეხოთო. თუ ამას ვერ მიაღწიეს ამის შემდეგ, ვფიქრობ, პარლამენტში შესვლას არ გადაწყვეტენ“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
გელა ნიკოლაიშვილმა ახლა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ არ ჰქონია, რომ რუსთაველის გადაწვა ევროპისკენ მიმავალი გზა იყოს.