არ უნდა აჰყვეთ ამ პროვოკაციებს. მოუწოდებენ ერთმანეთს, იქნებ, სისხლი დაიღვაროს; იქნებ, ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის, - განაცხადა რადიკალებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
იგი გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„გადახედეთ ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას, როგორ არის, დაპირისპირების დროს რა ხდება და როგორ შავდებიან ადამიანები. მათ შორის, დაშავებული პოლიციელების ეს რაოდენობა თუკი სადმე არის!
რეალობაში ხდება ის, რომ აი, ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს მიზანს, შეჯახება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. არ უნდა აჰყვეთ ამ პროვოკაციებს. მოუწოდებენ ერთმანეთს, იქნებ, სისხლი დაიღვაროს; იქნებ, ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, რომელტა ნაწილს მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება.