დავით მათიკაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ეს სამწუხაროდ, ის პიროვნებაა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო პროცესებშიც კი იყო ჩართული

დავით მათიკაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ეს სამწუხაროდ, ის პიროვნებაა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო პროცესებშიც კი იყო ჩართული

ეს სამწუხაროდ, ის პიროვნებაა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო პროცესებშიც კი იყო ჩართული, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

„მისგან არაერთი განცხადება და ქმედება გვინახავს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ ესადაგება დიპლომატიურ ჭრილში არსებულ ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან. როდესაც არჩევნების შემდეგ დადგა ის შედეგი, რომელიც სურდა ქართველ ხალხს და არა, როგორც ჩანს, ჩვენს ცალკეულ პარტნიორებს ქვეყნის ფარგლებს გარედან და მათ საელჩოებს, დადგა საკითხი ტყუილის საფუძველზე საზოგადოებაში მღელვარების შეტანის, ეს ტყუილი სხვადასხვა სახით გაიშალა საზოგადოებაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინკის დღეს გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.