დაჩი ცაგურია: როდესაც უვიზო მიმოსვლას ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საქართველო რომ მიგვეღო, მაშინ მათ ჰქონდათ ორკესტრირებული შტურმი დაწყებული საქართველოს წინააღმდეგ

დაჩი ცაგურია: როდესაც უვიზო მიმოსვლას ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საქართველო რომ მიგვეღო, მაშინ მათ ჰქონდათ ორკესტრირებული შტურმი დაწყებული საქართველოს წინააღმდეგ

ჩვენ ვხედავთ, რომ გიული ალასანიას აქვს დაქირავებული ლობისტური კომპანიები, კეზერაშვილს აქვს დაქირავებული ლობისტური კომპანიები საქართველოში ნაძარცვი ფულით, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ამ ევროინტეგრაციის პროცესში უშლიან ხელს, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.

„ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საქართველო რომ მიგვეღო, მაშინ მათ ჰქონდათ ორკესტრირებული შტურმი დაწყებული საქართველოს წინააღმდეგ, რომ როგორმე საქართველოს არ მიეღო უვიზო მიმოსვლა. ისინი კარდაკარ დადიოდნენ, ეხვეწებოდნენ, მუხლზე დაჩოქილი ემუდარებოდნენ რომ არ მოეცათ უვიზო მიმოსვლა. როდესაც ეს მივიღეთ ლამის სამძიმარს იბარებდნენ, ისეთ დღეში იყვნენ.

მთელი მათი პოლიტიკა აგებულია არა იმაზე, რომ კონკურენციაში იყვნენ ხელისუფლებასთან, სხვა პარტიებთან ან ერთმანეთთან რომ ვინ უკეთეს ეკონომიკურ გეგმას დადებს, ვინ უკეთეს პოლიტიკურ გეგმას დადებს, არა მათი გეგმა არის, რომ საქართველოში იყოს ომი, ბომბები ცვიოდეს, ქართველები ვიდგეთ ცალ ფეხზე, ჯაფარიძესავით ვიბრძოლოთ, როგორც იქ სამარცხვინოდ მიუშვირა ერთი ადგილი, ეს არის მათი გეგმა, რომ საქართველოში ჩვენ გვქონდეს სიღატაკე და უბედურება და იქნებ მერე მათ ამის ხარჯზე შეძლონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.