ბევრი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელიც აქციაზე დგას, ყველაფრის გამკეთებელია ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის და ის გულანთებული ახალგაზრდები იქნებიან ფარი მათი, რადგან სტრატეგიაა - უნდა შეატოვონ შემდეგ პოლიციას, სპეცრაზმს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბლოგერმა ნიკა გაბელიამ.
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დგანან, სწამთ იმის, რის გამოც იქ არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცაღა არიან შეცდომაში შეყვანილები.
ნიკა გაბელიამ აღნიშნა, რომ აქციაზე ახლა უფრო მეტად ემოციაზე დამოკიდებული სიტუაციაა.
„ის განცხადება, რომელიც გააკეთა ირაკლი კობახიძემ, ამას პოლიტიკურად ვერ შევაფასებ ისე, როგორც პოლიტიკოსი შეაფასებს, მაგრამ როგორც უბრალო მოქალაქე, ხედავს ამ ყველაფერს და აღიქვამს ლოგიკურ ხაზს, რომელი ლოგიკური ხაზიც მიდის რაღაც დასასრულამდე. ეს მაინც ასე მოხდებოდა მათი მხრიდან და ამას ამბობდნენ კიდევაც, რომ ჩვენ გავაჩერებთ თქვენთან მოლაპარაკებებს და ა.შ. ამას ხომ ამბობდნენ ღიად და არ არის ახალი და რის გამო? არასამართლიანი ის, რის გამოც გვეუბნებიან ამას. შანტაჟის ფორმა და ა.შ. დღეს გამოჩნდა ნათლად თუ რა არის მათი მთავარი მიზანი. ეს არის სააკაშვილის განთავისუფლება. გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გაათავისუფლეთ სააკაშვილი, რას ნიშნავს ეს? ადამიანმა დანაშაულები ჩაიდინა და მიზანი, ამ ყველაფრის თავი და თავი ყოფილა ის, რომ სააკაშვილი ყოფილა ციხეში და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი? ასეთი კითხვა მიჩნდება მარტივი, ლოგიკური. ეს არის ბეწვის ხიდი, რომელ ბეწვის ხიდზეც ახლა გავდივართ. ძალიან რთულია და საფრთხილოა ამ ბეწვის ხიდზე სიარული“, - აღნიშნა ნიკა გაბელიამ.