საქართველომ სრული უფლებებით უნდა იბრძოლოს სუვერენიტეტისთვის და დაიცვას არჩევნების მთლიანობა ნებისმიერი კრიტიკის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა ურთიერთობები ექნება შემდგომში ევროკავშირთან. ევროკავშირმა, უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები საქართველოში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ჩემი კოლეგების უმრავლესობას სურს, რომ არჩევნების შედეგები შეიცვალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. იმედი მაქვს ბევრი ამას ხმას არ მისცემს. დემოკრატიული ბუნება ყველა ქვეყნისა განსხვავდება. მე ვიხილე რეგულაციები როგორ მუშაობადა საქართველოს არჩევნებში და მე ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ძალიან ბევრი წარმომადგენელი ევროპარლამენტში ფიქრობს, რომ ევროკავშირი დიდია, საქართველო პატარაა, მას სჭირდება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირის და აყენებენ დამატებით პირობებს, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში. ეს არის ჩარევა ეროვნულ არჩევნებში, საქართველოს დემოკრატიაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.