სალომე ზურაბიშვილი დღესაც არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტია, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად დარჩება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა ჩვენს ქვეყანაში. ახლა, რა პროცესებსაც ვუყურებთ, ვფიქრობ, ეს რადიკალური ოპოზიციაც, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი დღეებს ითვლიან ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციის ახალი სამიზნე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილია. სალომე ზურაბიშვილის დაცვის კამპანია დაიწყეს იმ პოლიტიკოსებმა, ვინც ზურაბიშვილი ჯერ ლანძღა, შემდეგ პარტნიორად გამოაცხადა, ახლა კი შეუცვლელ ლიდერად