სალომე ზურაბიშვილი: დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, დაგვეხმარონ ერთადერთ მოთხოვნაში, დაინიშნოს ახალი არჩევნები

სალომე ზურაბიშვილი: დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, დაგვეხმარონ ერთადერთ მოთხოვნაში, დაინიშნოს ახალი არჩევნები

დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები დაგვეხმარონ ერთადერთ მოთხოვნაში, ახალი არჩევნების დანიშვნაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან დღეს ელჩებს სთხოვა, რომ მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები.

„დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის რისთვისაც ვიბრძვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კარლო რომელი ხალხის, აგენტების?
2 საათის უკან