„პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება მთავარი გარანტორი იმისა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.
მისივე თმით, რადიკალური ოპოზიციის სამიზნეა ყველა და ყველაფერი, რაც კი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
„ოპოზიციას და მის რადიკალურად განწყობილ მომხრეებს სამიზნედ აქვთ ყველა და ყველაფერი, რაც კი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. საკუთარ ამომრჩეველს საყვედურობენ და რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს ია-ვარდად არ დაეფინებიან. ეს გასაგებია, მაგრამ მთავარია, რომ მესამე შეცდომა აღარ დავუშვით პრეზიდენტის კანდიდატის შერჩევისას. ამ მიმართულებით შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა – პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული და მთავარი გარანტორი იმისა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.