ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ენდო მმართველ გუნდს, არის ის დიდი გუნდი, რომელსაც განასახიერებს „ქართული ოცნება".
„ეს შედგება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდისგან და მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.