ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ყველა იმ დაპირების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მივეცით ჩვენს ამომრჩეველს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ მმართველი პარტიის სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას.
„თითოეულ დაპირებაზე ვიმუშავებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დაისახა მთავრობამ, სრულად იქნება შესრულებული“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს.