"როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რითაც საქართველოსთან მიმართებაში, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებას გამოეხმაურა.
აღნიშნულ კონტექსტში შალვა პაპუაშვილმა ბალტიის ქვეყნების ზოგიერთი პოლიტიკოსი მოიხსენია.
"აქ რაღაც პრორუსულობას, ოლიგარქიას და რაღაცებს რომ გვაბრალებენ, ეს არ არის ანტიქართული?! ხომ არიან ისინი ანტიქართველები მაშინ, თუკი აქ ანტი-დასავლურობაზე საუბრობენ. ასე არ შეიძლება, ჩვენ აქ ვიღაცაზე ნაკლები არ ვართ. ჩვენ აღმოვაჩინეთ უცებ, რომ ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან "დიდი ძმები," ჩამოვიდნენ აქ და "პატარა ძმებს" ჭკუას გვასწავლონ. განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებში.
ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა. დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოგვივიდეს აქ ლიეტუველი და ესტონელი პოლიტიკოსები და "დიდი ძმის" ტონით გვესაუბრონ. როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.