რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა კიდევ ორი წლით გააგრძელა

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა კიდევ ორი წლით გააგრძელა

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ორი წლით გააგრძელეს.

„დღეს ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გააგრძელეს. მისია 2008 წლიდან მუშაობს. ბიუჯეტიც ცოტათი გაუზარდეს - 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე“, - დაწერა იოზვიაკმა.