ნიკა მელია: ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან

ნიკა მელია: ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან

თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს... თუმცა რატომ არის ეს გასაკვირი? იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს.

„რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით უფრო მეტია ვიდრე ყაველაშვილი? ან ბატონი კალაძე მეტია განათლებით თუ გამჭრიახობით?

ამით მიუჩინა თავისი გუნდის წევრებს ადგილი. ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს, რადგან კალაძე ჰყავს ასეთი და სხვა მაგალითები. სკოლის ატესტატი, უმაღლესი განათლება რომ არ აქვს ადამიანს და შემდეგ „ქოცების“ ტირაჟირება რომ უწევს, შემდეგ მისი გამართლება ხდება გარკვეული ადამიანების მხრიდან, რომ ივანიშვილია ამ ქვეყნის მომავალი, ასეთი ადამიანებიც კი ჩაფიქრდებიან“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

Gami ამ პიტალოს რატომ ჰგონია, რომ ამის პოლიციელის დიპლომი უფრო მაგარია.
2 საათის უკან
Gami ამ პიტალოს რატომ ჰგონია, რომ ამის პოლიციელის დიპლომი უფრო მაგარია.
2 საათის უკან