დღეს უკვე დავიწყებთ მთავრობის წევრების კანდიდატურების მოსმენას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მათ გეგმებსა და ხედვებს უსმინოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გეგმავს, რომ კვირის ბოლომდე საქართველოს ახალ არჩეული მთავრობა ჰყავდეს.
„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე წარადგინა 3 ახალი მინისტრობის კანდიდატი. მათი მიღწეული ისტორიული შედეგები და საქმიანობა [მათზე] ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალ არჩეულ პარლამენტთან ერთად საქართველოს უკვე ახალ არჩეული მთავრობაც ჰყავდეს“, - განაცხადა მახაშვილმა.
პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დაიწყება.