ვლადიმერ ბოჟაძე სალომე ზურაბიშვილზე: ალბათ, მერე საუბარს დაიწყებს, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია - არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდან და ასე შემდეგ, შესაძლო, ეს შემდეგი სერიებიც ვიხილოთ

ვლადიმერ ბოჟაძე სალომე ზურაბიშვილზე: ალბათ, მერე საუბარს დაიწყებს, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია - არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდან და ასე შემდეგ, შესაძლო, ეს შემდეგი სერიებიც ვიხილოთ

ჩვენ არჩევის ვადებს დავიცავთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მან პრეზიდენტის არჩევისა და ინაუგურაციის ვადებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ეს პროცესი 2024 წლის ბოლომდე.

მისივე თქმით, კონსტიტუციითა განსაზღვრული, რომ პარლამენტის პირველი სხდომიდან 45-ე დღეს 300-კაციანმა კოლეგიამ კენჭისყრით უნდა აირჩიოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ასევე კონსტიტუციით დადგენილია, რომ მე-3 კვირა დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და გაიმართება ინაუგურაცია. ბოჟაძემ ასევე განმარტა, რომ საახალწლო პერიოდს ემთხვევა აღნიშნული თარიღები და ხვალ პარლამენტი ამ საკითხებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.

„ჩვენ არჩევის ვადებს დავიცავთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას, იგივე - დღევანდელი დღე, საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ დანიშნა, მერე ალბათ, საუბარს დაიწყებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია და მე არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდან და ასე შემდეგ, შესაძლო, ეს შემდეგი სერიებიც ვიხილოთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი არ მიიჩნევს ლეგიტიმურად პარლამენტის 150 დეპუტატს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც და შესაძლოა, „იგი დროში უკან დაბრუნდეს“, განაცხადოს, რომ 2021 წელს საკრებულოები რომ იყო არჩეული, ისინიც არ არიან ლეგიტიმური. „არ ვიცი, ამ ქალბატონის ფანტაზია სადამდე წავა, ეს მასზეა დამოკიდებული“, - დასძინა ბოჟაძემ.