მამუკა მდინარაძე: თუ დეკემბერში არ ჩაინიშნება არჩევნები, პრეზიდენტი ხუთწლიანი ვეღარ იქნება. თითქმის ექვსწლიანი იქნება. შესაბამისად, კონსტიტუციის ამ ნორმის განუხრელ დაცვას სჭირდება პრეზიდენტის არჩევნების დეკემბერში ჩატარება

თუ დეკემბერში არ ჩაინიშნება [არჩევნები], პრეზიდენტი ხუთწლიანი ვეღარ იქნება. თითქმის ექვსწლიანი იქნება. შესაბამისად, კონსტიტუციის ამ ნორმის განუხრელ დაცვას სჭირდება პრეზიდენტის არჩევნების დეკემბერში ჩატარება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„როდესაც არსებობს კოლიზია, ანუ შეუთანხმებლობა ორ ნორმას შორის, როდესაც ერთის მხრივ არსებობს კონსტიტუციური ნორმა და მეორეს მხრივ - კანონის, რომელი მოქმედებს? ამ დროს მუშაობს უფრო მაღალი იერარქიის. კონსტიტუციის წინ არაფერი არ არის, შესაბამისად, ხუთწლიანი ვადა აქვს პრეზიდენტს. თუ დეკემბერში არ ჩაინიშნება [არჩევნები], პრეზიდენტი ხუთწლიანი ვეღარ იქნება. თითქმის ექვსწლიანი იქნება. შესაბამისად, კონსტიტუციის ამ ნორმის განუხრელ დაცვას სჭირდება პრეზიდენტის არჩევნების დეკემბერში ჩატარება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.

Gami კიდევ ერთი მაგალითი, ძალიან გაუგებრად ლაპარაკობს, ადრე ასე არ იყო; სერიოზულად ვამბობ.
1 საათის უკან