მამუკა მდინარაძე: შეიძლება ვიღაცამ დაწეროს განცხადება მანდატების გაუქმებაზე და ვიღაცამ არა. მათ არავინ ეკითხება რას იზამენ, იმაზე არ არის დამოკიდებული გვარამია, ან ხაზარაძე როგორ ხასიათზე იქნება, რასაც დაავალებენ, ისე იმოქმედებენ

მათ შეუძლიათ თავიანთ მანდატებზე უარი თქვან. მანდატების ჩახსნა ნებისმიერი დროს შეუძლიათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რეალურად ოპოზიციის ლიდერებზე არაა დამოკიდებული იტყვიან თუ არა უარს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რა დავალებებსაც იღებენ.

„ამ წუთას რომ მოვიდნენ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მანდატზე თქვან უარი. ეს მათი საქმეა. ახლა დაწერონ, ახლაა დრო, ხალხს რომ ატყებდნენ, რომ ვითომ გუშინ წინ იყო. შეიძლება როლები გადაინაწილონ, ვიღაცამ დაწეროს და ვიღაცამ არა. მათ არავინ ეკითხება რას იზამენ, იმაზე კი არ არის დამოკიდებული გვარამია, ან ხაზარაძე როგორ ხასიათზე იქნება, - დაავალებენ და ისე იმოქმედებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

Gami ბოკუჩავამ სტრასბურგში მივდივარ კოფე ბრეიქზეო, თქვენ აქ იგორავეთ წვარაკში და ტალახშიო. ბრიუსელიდან ხომ მაგარი რამე ჩამოიტანა... ის სკუნსი გვარამია ათესილა.
1 საათის უკან