სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის საქმეზე 11 ადამიანი დააკავეს

სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის საქმეზე 11 ადამიანი დააკავეს

სერბეთის პოლიციამ ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალად საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ხიფათის შექმნა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ.

დაკავებულთა შორის არის სერბეთის მშენებლობის მინისტრი გორან ვესიჩი, რომელიც ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ გადადგა.

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა 1 ნოემბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.