გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი გამოგონილ ნორმებზე შეიტანა - თავი ფარაონი ჰგონია

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი გამოგონილ ნორმებზე შეიტანა - თავი ფარაონი ჰგონია

ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი გამოგონილ ნორმებზე შეიტანა - მას თავი ფარაონი ჰგონია, ყველაფერს ფლობს და ყველაფერი იცის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე ბოლო დღეები დარჩა და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე, შესაბამება თუ არა კონსტიტუციას. პირველი სხდომის ჩატარება და პარლამენტის წევრების არჩევა აქ რა შუაშია საერთოდ, ვერ დაადგინა და ვერც დაადგენს ვერასდროს. როდესაც შეგაქვს ნორმების გასაჩივრება საკონსტიტუციოში, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა ჩაინიშნება თუ არა, არაფერ შუაში არ არის.

სალომე ზურაბიშვილს თავი ჰგონია ფარაონი. ის ყველაფერს ფლობა და ყველაფერი იცის. ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებს და დაწერა ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ბოლო დღეები აქვს და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა სასამართლოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს.