ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სკანდალი, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბავშვებს - როგორი წარსული აქვს პოლიტიკოსს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება „ავტოკრატიად

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სკანდალი, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბავშვებს - როგორი წარსული აქვს პოლიტიკოსს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება „ავტოკრატიად" მოიხსენია

ესტონურმა ონლაინ გამოცემა Postimees-მა 2022 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა თავის აღსაზრდელებს საეჭვო სურათები გადაუღო. საქმე ეხება 2020 წლის პერიოდს.

როცა ამბავი ფართოდ გავრცელდა, მან ამ საკითხს პოლიტიკოსის მიმართ შანტაჟის მუქარა დაარქვა. მიხელსონი ამტკიცებდა, რომ სტატიის გამოქვეყნება მის სამეურვეო დავასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ისტორია იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ესტონეთში გამოძიებაც კი დაიწყო.

სასამართლო დაეთანხმა პოლიციასა და პროკურატურას, რომ მიხელსონი მოქმედებდა ეთიკურად დასაგმობი გზით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ესტონელმა პოლიტიკოსმა გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა და ბოდიშიც კი მოიხადა, საქმის წარმოება შეწყდა.

2022 წლის ნოემბერში ესტონეთის იუსტიციის კანცლერმა ულე მადიზემ განაცხადა, რომ ფოტო სკანდალმა დეპუტატ მიხელსონის მონაწილეობით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბავშვებს. მან ბავშვების ინტერესების დამაზიანებელი მასალების წაშლა მოითხოვა.

”ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზიანი არ გაუარესდეს”, - თქვა მადიზემ. „სხვა საკითხებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გახანგრძლივდეს საჯარო განხილვა სოციალურ მედიაში“.

მოგვიანებით მიხელსონმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე და ჩემს ოჯახზე საჯარო თავდასხმები არის უსამართლო და ამაზრზენი, მე გადავწყვიტე გადავდგე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. მე არ ვაპირებ უარი ვთქვა ესტონეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობაზე და მომავალი წლის არჩევნებზე ვიყრი კენჭს პარლამენტში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კარლო ეს ბალტიისპირელები არიან ჰიტლერზე უარესი ფაშისტები
2 საათის უკან