ეკა სეფაშვილი: ცოტაოდენი სკეპტიციზმი, რაც 54% უკავშირდება, ბუნებრივია. ევროპელების თვალში შეიძლება ცოტა უცნაური იყოს რადგან, როგორც წესი, ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიები ევროპაში ძალიან ცოტაა

ეკა სეფაშვილი: ცოტაოდენი სკეპტიციზმი, რაც 54% უკავშირდება, ბუნებრივია. ევროპელების თვალში შეიძლება ცოტა უცნაური იყოს რადგან, როგორც წესი, ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიები ევროპაში ძალიან ცოტაა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი რიკარდ იოზვიაკის სტატიას ეხმიანება.

„ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებასთან და ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" რომ იქნებოდა, თავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ევროკავშირი ითანამშრომლებს არჩევნების გზით ლეგიტიმურად მოსულ ხელისუფლებასთან და ეს არჩევნებამდეც შეიმჩნეოდა.

დეპუტატის თქმით „ქართული ოცნების“ 54%-იანი მხარდაჭერის მიმართ სკეპტიციზმი ბუნებრივია, რადგან ევროპაში ძალიან ცოტა პარტიას აქვს ამხელა მხარდაჭერა. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი, მათ შორის, ოპოზიციის მიერ წარმოებული მავნებლური კამპანიის შედეგიც არის, რადგან ხალხმა მათ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა.

„მოვლენების განვითარებას ველოდით არჩევნებამდეც. ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის, ელჩის მხრიდან არჩევნებამდეც შეინიშნებოდა გარკვეული შერბილება განცხადებებში. მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებასთან და ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" რომ იქნებოდა, თავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი.

ახლა ეს წერილი უბრალოდ ადასტურებს ჩვენს ეჭვებსა და ვარაუდებს. თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირი ითანამშრომლებს არჩევნების გზით ლეგიტიმურად მოსულ ხელისუფლებასთან, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამას მოწმობს ეუთო/ოდირის შეფასებები. ის ცოტაოდენი სკეპტიციზმი, რაც 54% უკავშირდება, ევროპელების თვალში შეიძლება ცოტა უცნაური იყოს რადგან, როგორც წესი, ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიები ევროპაში ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ ეს არის ოპოზიციის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკის შედეგი და თავისთავად ცხადია, რომ ხალხმა ასეთ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა.,- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.