ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ მედიასაშუალებებს, პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ მედიასაშუალებებს, პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ

როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ მედიასაშუალებებს, პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ, - განაცხადა „ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და შეურაცხყოფებს გამოეხმაურა.

„როდესაც ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ [მედიასაშუალებებს] პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ. „ევროპული“ ტრადიცია, რომელიც მათ ხელისუფლებაში ჰქონდათ, დღეს ოპოზიციაში აქვთ გადმოტანილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.