ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გრეტა წიწავა სოლიდარობას უცხადებს „იმედს" და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს.
„7 ნოემბრის" შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ "7 ნოემბერი" უსურვეს იმედს. სწორედ ეს არის ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი- არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი, დაშანტაჟებული ბიზნესი და დარბეული მედია! ესენი არიან ქართული პოლიტიკის შავი ლაქა!
ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია " იმედს" და Megi Narsavidze ს“, - წერს იგი.
ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.