თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ინაუგურაციამდე ამჟამინდელი დასავლეთი მოსწრებაზეა, როგორმე გააძლიერონ ომის პოლიტიკა და არიონ სიტუაცია  საქართველოშიც

თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ინაუგურაციამდე ამჟამინდელი დასავლეთი მოსწრებაზეა, როგორმე გააძლიერონ ომის პოლიტიკა და არიონ სიტუაცია  საქართველოშიც

„რაც დღეს ხდება, გლობალური ომის პარტიის ბოლო კუდის მოქნევაა. ისინი ურევენ როგორც ევროპაში და ცდილობენ გააძლიერონ ომის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მაქსიმალურად ცდილობენ არიონ სიტუაცია საქართველოშიც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ამჟამინდელი დასავლეთი მოსწრებაზეა, როგორმე გააძლიერონ ომის პოლიტიკა და არიონ სიტუაცია  საქართველოშიც. 

„დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ამჟამინდელი დასავლეთი მოსწრებაზეა. პოლიტიკოსთა ამ სექტას სურს ისეთი არეული დატოვოს მსოფლიო, რომ ვერანაირმა მშვიდობის პოლიტიკამ ვეღარ შეძლოს მისი დალაგება. 

ორი თვე საკმარისი პერიოდია ამ მიზნის მისაღწევად. ეს პერიოდი დაძაბული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივაც და დაძაბული იქნება საქართველოშიც. ეს სექტა მაქსიმალურად შეეცდება ცეცხლი დაანთონ თბილისის ქუჩებში, მაგრამ მათ მიზნებს ასრულება არ უწერიათ. ქართველი ხალხი იმდენად გაიზარდა პოლიტიკურად ამ წლების განმავლობაში, რომ ქუჩის პოლიტიკა აღარ მოსწონთ. დაიღალა ხალხი 35 წელი ქუჩაში დგომით. მათ სურთ გონივრული და აკადემიური პოლიტიკა, რომელიც კაბინეტებში წყდება და არა - ქუჩაში. ამისთვის მისცეს ხმა თუნდაც ოპოზიციას საქართველოში და აღარ მიყვებიან მათ ქუჩაში. გარდა ამისა, ხალხი კარგად ხვდება სად არის სიმართლე და სად - სიყალბე. 

გარდა ამისა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე შედგა და ვერც ერთი ქვეყანა გარე ჩარევებით ვეღარ შეძლებს აქ პროცესების მართვას, თუმცა, ჯერ კიდევ ცდილობენ სიტუაციის არევას. ესეც დროებითია. ამ ტურბულენტურ სიტუაციაში ჩვენ ამ რყევებს გავუძლებთ. გარდამავალ პოლიტიკურ პროცესებში გვჭირდება მხოლოდ ნებისყოფა, სიმშვიდე და რაც მთავარია, გონიერება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კარლო სწორედ ეგ არის მიზეზი, აბსოლუტურად გეთანხმებით. სულაძაღლებული ბაიდენი თავისი ფაშისტი ადმინისტრაციით ცდილობს არიოს სიტუაცია ყველგან, სადაც შეძლებენ
1 საათის უკან