არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი აცდენილია რეალობას. თავისი განსხვავებული აქცენტით რა განცხადებას გააკეთებს და შეძლებს თუ არა, რომ გააგებინოს ქართველ ხალხს რამე, ეს ნაკლებად საინტერესოა, მისი სადარდებელია

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი აცდენილია რეალობას. თავისი განსხვავებული აქცენტით რა განცხადებას გააკეთებს და შეძლებს თუ არა, რომ გააგებინოს ქართველ ხალხს რამე, ეს ნაკლებად საინტერესოა, მისი სადარდებელია

სალომე ზურაბიშვილის კომიკური დამოკიდებულება აქვს და ნეგატიური შედეგები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის არაერთხელ დამარცხდა კონსტიტუციასთან ბრძოლაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მან სასამართლოს არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოსთხოვა.

მისი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს რას მოიმოქმედებს ან განაცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რადგან ის აცდენილია რეალობას.

„საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალბატონი რა განცხადებას გააკეთებს. სრულიად აცდენილი არის საქართველოში მიმდინარე რეალობას, აცდენილია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქართველი ხალხის ნებას, რაც მთავარია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შემდეგ უკვე, თავისი განსხვავებული აქცენტით რა განცხადებას გააკეთებს და შეძლებს თუ არა, რომ გააგებინოს ქართველ ხალხს რამე, ეს ნაკლებად საინტერესოა, მისი სადარდებელია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.