პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
„ჩვენ არ გვიკვირს ზურაბიშვილი აგენტურული ქსელის ქართულ ვარიანტს რომ წარმოადგენს, თუმცა მისი ეს გამოსვლა იყო მორიგი მტკიცებულება - როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს“- აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოს სუვერენიტეტი უცხოელებს უნდა გადავცეთ.
დეპუტატის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, სუვერენიტეტსა და მონობას შორის და სწორედ ამას ადასტურებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც. გურამ მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოებამ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს ზურაბიშვილი აგენტურული ქსელის ქართულ ვარიანტს რომ წარმოადგენს, თუმცა მისი ეს გამოსვლა იყო მორიგი მტკიცებულება - როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს. ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მისი აზრით ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ უცხოელებს - პირდაპირ ეს თქვა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 26 ოქტომბერი არ იყო მხოლოდ არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, სუვერენიტეტსა და მონობას შორის. გამოვიდა ზურაბიშვილი და პირდაპირ თქვა, რომ უნდა ორხელისუფლებიანობა, შემდგომი დაპირისპირება, რომ მისი აზრით უცხოელებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები, დანიშნონ მოსამართლეები, უცხოელებმა უნდა გვითხრან იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, მათ უნდა შევუთანხმოთ თანამდებობის პირები. ვინც იცის სუვერენიტეტის განმარტება, გაიგებდა რა თქვა ზურაბიშვილმა - სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ უცხოელებს. ჩვენ ვამბობდით, რომ სწორედ ეს იყო არჩევანი, ამიტომ ვუწოდებდით ამას რეფერენდუმს და ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი - აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი. ზურაბიშვილმა ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას რას ნიშნავს აგენტურა და როგორ მოქმედებენ ისინი საქართველოში,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.