აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩაზე გამვლელ მოქალაქეებს სტვენით და შეძახილებით ხვდებიან

აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩაზე გამვლელ მოქალაქეებს სტვენით და შეძახილებით ხვდებიან

აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩაზე გამვლელ მოქალაქეებს შეძახილებით ხვდებიან. მომიტინგეები მოქალაქეებს უსტვენენ და ტაშს უკრავენ.

ისინი აგრესიით გამოირჩევიან „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართაც.

აქციის მონაწილეები, ოპერატორს გადაღების შესაძლებლობას უზღუდავენ და გადამღები ჯგუფის მისამართით უსტვენენ. ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

„იმედმა“ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა.