ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - "აქტუალური თემა" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ.

ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს ის, თუ როგორი იყო ჩვენი პროგნოზი ოპოზიციის ქცევასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ისინი გაიმეორებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც აკეთებდნენ 4 წლის წინ. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, მარცხს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს, ამ არაღიარებით უწევთ თავის მართლება იმ ტყუილისთვის, რომელსაც ეუბნებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებამდე. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები ქვეყნის გარეთ და მათთანაც უწევთ ანგარიშის ჩაბარება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. მაშინ გახსოვთ, რომ იყო მოლაპარაკებები, იყო აპრილის შეთანხმება,"- განაცხადა პრემიერმა.