გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა მელიას განცხადებით, ასევე, გეგმის ნაწილია არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენა საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა.
„ასევე გეგმა არის იმ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა მიმართულებითაც იდგმება მეტი ნაბიჯი და მძიმე ნაბიჯი. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, დღეს რომ მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. მეორე მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მესმის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ ამერიკელი კონგრესმენი ან აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, თუ მეტყვით მტკიცებულებების გარეშე, რომ 300 000 ხმა მიიწერა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, იმ მასშტაბის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, ამ გაყალბებას ახლავს უკვე ასობით მტკიცებულება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.