ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში - ეს უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში - ეს უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ

26 ოქტომბერს ქართველებმა მკაფიო უმრავლესობა მისცეს „ქართულ ოცნებას“, პატივი ვცეთ მათ არჩევანს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ თბილისში გერმანიის ელჩი მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, ხოლო შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველები ქუჩაში უნდა გავიდნენ, მათ ინსტრუქციები მისცა და მაიდანის მოვლენები შეახსენა. 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ. 26 ოქტომბერს ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ისინი არ არიან მოსკოვის ვასალები და არც ბრიუსელს ექვემდებარებიან. ისინი თავისუფალი ევროპელები არიან, რომელთაც სურთ, დარჩნენ ქართველებად. მოდით, პატივი ვცეთ მათ არჩევანს“, - აღნიშნა მან.

არაგველი641 ყოჩაღ მეგობარო!
1 კვირის უკან