50 პორცია ღორის მწვადი 23 წიწილა ტაბაკა, 300 ლარიანი ციკანი თონეში - ეს არის არასრული მენიუ, რომლითაც ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში უმასპინძლა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.
პრემიერმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს თხოვა- ნუ გადააყოლებენ ხადურს ერთ ვახშამს, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ვახშმების სია ლარის გაუფასურების პროპორციულად ყოველ დღე იზრდება. ხადური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ დელეგაციებს მომავალშიც საკადრისად გაუმასპინძლდება.