ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს

საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში. ამ ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. თუმცა, ახლა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს. ამავე დროს, მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა, ორივე მხარე ერთმანეთს თაღლითობაში ადანაშაულებს, თუმცა ეს არჩევნები გამოცხადდა დემოკრატიის უდიდეს გამარჯვებად. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა ევროკავშირის სანდოობას ძირს უთხრის“, - აღნიშნა მან.

არაგველი641 ყოჩაღ მეგობარო!
1 კვირის უკან