კახა კალაძე: გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის

კახა კალაძე: გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის

ჩვენ არ ვიქნებით სწორი და მართალი, თუ არ შევაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, თუ არ გავაკეთებთ სწორ ანალიზს. ვინც არის ქვეყნის შიგნით, ეს წვრილფეხა რადიკალები, .. პოლიტიკოსები - მაგათზე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ აზრი არ მოეკითხება არც ერთს. მინდა, მაგათ პატრონებზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა: გულწრფელად ვიტყვი, რომ სერიოზული შედეგი დადეს, -  ამის შესახებქართული ოცნებისგენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაშიიმედი LIVE” განაცხადა.

მისი განმარტებით, გარე ძალებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომნაციონალური მოძრაობისმხარდაჭერა მაქსიმალურად ქვემოთ დაეწიათ და შედეგიც მიიღეს, ვინაიდან, ამ პარტიის ხმები სხვა პარტიებს გადაუნაწილეს. ამის მიუხედავად, კალაძის განცხადებით, თუ პიროვნულ დონეზე დავალთ, ამ პარტიებშიც, „ნაციონალური მოძრაობისწიაღში აღმოცენებულ რადიკალებს აღმოვაჩენთ.

თუ გავაკეთებთ ანალიზს, რა გააკეთეს მაგათ ამ არჩევნებზე, იცით, რომ მეორე პოლიტიკური პარტია, ანუ პირველი ოპოზიციური პარტია, იყონაციონალური მოძრაობა“, რომელიცქართული ოცნებისშემდეგ იღებდა ყველაზე მეტ ხმას, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა, ამავე დროსნაციონალური მოძრაობაასოცირდებოდა კრიმინალთან, ბოროტებასთან, სიძულვილთან. თუკი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ბოროტება ჩაიდინოს - ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და ვიცით ვისგან შედგებოდა ეს კონკრეტული პარტია, რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. შესაბამისად, ამ ყველაფერთან იყვნენ ასოცირებული. პატრონებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომნაციონალური მოძრაობამაქსიმალურად ქვემოთ დაეწიათ და შედეგიც მიიღეს -  ნაციონალური მოძრაობისპარტიული ხმები გადაუნაწილეს სხვა დანარჩენ პარტიებს. გვარამიას პარტიაახლებმამიიღეს ყველაზე მეტი ხმა, სერიოზულად იმუშავეს ამ მიმართულებით, თუმცა, ინდივიდუალურად, პიროვნებების დონეზე თუ დავალთ, ყველანინაციონალური მოძრაობისწიაღში აღმოცენებული კრიმინალი რადიკალები არიან, ვინ იყო გვარამია? პროკურორი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და გვარამიას გვარს რომ ახსენებ, ასოცირდება ყველანაირ სიბინძურესთან და ბოროტებასთან, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, რასაც აკეთებდა, თუნდაც, როდესაც პროკურორი იყო თავისი განცხადებებით.“ -  აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისძირითადი ბირთვი გადანაწილდა და ხმები გვარამიამ, ხაზარაძემ და გახარიამ გაიყვეს, შესაბამისად, უცხოელ პატრონებს აქვთ მცდელობა, 2028 წლის არჩევნებისთვის სამი ახალი პარტიანაციონალური მოძრაობისგანდამოუკიდებელ და ახალ ძალად წარმოაჩინონ.

„„ნაციონალური მოძრაობისის ძირითადი ბირთვი გადანაწილდა გვარამია, შემდეგ ხაზარაძე, შემდეგ გახარია - გაყვეს ეს ხმები, ანუ მცდელობა აქვთ იმისა, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები - გვარამია არის, ხაზარაძე არის, გახარია არის. მაგრამ, თუ გავყვებით ინდივიდუალურად, ვნახავთ რომ ყველას შესაბამისი ფუნქცია ჰქონდანაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს.

როდესაც ჩვენ ვაფასებთ მტერს, მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რაც გააკეთეს ამ ოპოზიციით და რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის. მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ  არჩევნებზე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მცდელობა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ კი, „ნაციონალური მოძრაობამძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები-  გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, მაგრამ ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ რომ გავყვეთ, ვინ არიან ამ პარტიის წევრები? - იმ ბოროტების მანქანის დროს, როდესაცნაციონალური მოძრაობაიყო ხელისუფლებაში,  გვარამიას, ხაზარაძეს, მელიას - ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვართ დღეს.“ -  განაცხადა კახა კალაძემ.