თამარ კორძაია ივერი აბაშიძეს: თქვენ ხართ უვადო მოსამართლე, მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება

თამარ კორძაია ივერი აბაშიძეს: თქვენ ხართ უვადო მოსამართლე, მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება

თქვენ ხართ უვადო მოსამართლე. მე ვარ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადო განწესებას მხარი დაუჭირა და დღეს მაქვს იმედი, რომ ეს სანანებელი არ მექნება, - ასე მიმართაერთიანობა ნაციონალური მოძრაობისწევრმა, თამარ კორძაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ივერი აბაშიძეს.

სხდომაზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამი გაერთიანებული სარჩელი განიხილება. ერთ-ერთ მოდავე მხარეს კი თამარ კორძაია წარმოადგენსერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან”.

თავის მხრივ, კორძაიას მოსამართლე ივერი აბაშიძემ უპასუხა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის და მსგავსი ტიპის განცხადებები კი, გარეთ შეუძლია გააკეთოს. სხდომაზე იმყოფებაერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომელმაც მოსამართლეს მიმართა, რომნუ შეასრულებს პოლიტიკურ დავალებას”.

მოსამართლემ ბოკუჩავას უპასუხა, რომ ხელს ნუ უშლიდა სხდომის მიმდინარეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევდა.

რაში გიშლით ხელს, არჩევნების გაყალბების გამართლებაში? და ჩვენ კიდევ გაფრთხილებთ, რომ ნუ მიატაცებინებთ არჩევნებს ივანიშვილს”, - მიმართა ბოკუჩავამ მოსამართლეს.

თქვენ ნუ მაფრთხილებთ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ!”, - უპასუხა პოლიტიკოსს მოსამართლე ივერი აბაშიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგძლიერი საქართველოსთვის”, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისდა საია- გაერთიანებული სარჩელები განიხილება. სამივე სარჩელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.