The New York Times: აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ლუიზიანის შტატის კანონი, რომელიც მოითხოვს ათი მცნების გამოკვრას საჯარო სკოლების ყველა საკლასო ოთახში

The New York Times: აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ლუიზიანის შტატის კანონი, რომელიც მოითხოვს ათი მცნების გამოკვრას საჯარო სკოლების ყველა საკლასო ოთახში

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ლუიზიანის შტატის კანონი, რომელიც მოითხოვს ათი მცნების გამოკვრას საჯარო სკოლების ყველა საკლასო ოთახში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ჯონ დე გრაველესმა, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა, დაადგინა, რომ კანონი, რომელიც 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, არაკონსტიტუციურია.

თავის გადაწყვეტილებაში მოსამართლემ დაწერა, რომ კანონს „იძულებითი ხასიათი მოსწავლეებისთვის“.

„არსებობს უამრავი საშუალება, რომლითაც შტატს შეუძლია ხელი შეუწყოს ათი მცნების სწავლის ინტერესს“, - აღნიშნა მოსამართლემ.

ლუიზიანის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლიზ მურილმა, განაცხადა, რომ იგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას და პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს მას.