კოტე ჟღენტი: აუცილებლად იქნება ცვლილებები. ის იმედები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე როგორც ევროკავშირთან, ასევე, აშშ-თან ძალიან მალე მოხდება

კოტე ჟღენტი: აუცილებლად იქნება ცვლილებები. ის იმედები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე როგორც ევროკავშირთან, ასევე, აშშ-თან ძალიან მალე მოხდება

დიპლომატი კოტე ჟღენტი იმედოვნებს, რომ როგორც ევროკავშირთან, ასევე, აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა აუცილებლად მოხდება.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკრაინაში ომის დასრულებასა და იმ ცვლილებებზე, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობაში მოხდება.

„აუცილებლად იქნება ცვლილებები. ცვლილებები იქნება არა მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობაში მოხდება, სხვადასხვა კომისრების დანიშვნით და იმ პირების ცვლილებით, რაც უკვე მოხდა და როცა ეს ძალაში შევა საერთოდ სიტუაცია დაიწმინდება ასე ვთქვათ. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა ეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთან ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს და ეს უნდა აღიაროს ვიღაცამ, ეს სურს თუ არ სურს. იმიტომ, რომ ძირითადმა დამკვირვებელმა ორგანომ განაცხადა ღიად, რომ საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოში იქნება ახალი მთავრობა. ეს ერთი, მეორე, რაღაც ცვლილებები აუცილებლად იქნება ევროკავშირში, ეს უკვე დამოკიდებულებით უკრაინის ომთან დაკავშირებულ ცვლილებებთან, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის არჩევნების შედეგად მომხდარ ცვლილებებთან, ყველაფერი ეს ჯამში ერთად მოიტანს იმას, რომ ის იმედები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობის შეცვლის თაობაზე, გადატვირთვის თაობაზე როგორც ევროკავშირთან, ასევე, აშშ-სთან და ზოგადად ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.