კოტე ჟღენტი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დრო რომ დადგება მშვიდობის თაობაზე, ამას უკვე ღიად საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მოიაზრებიან

კოტე ჟღენტი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დრო რომ დადგება მშვიდობის თაობაზე, ამას უკვე ღიად საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მოიაზრებიან

დიპლომატი კოტე ჟღენტი მოელის, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ომი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების რეჟიმში შევა.

„იმ პირების განცხადებებში, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოიაზრებიან ტრამპის ადმინისტრაციაში, ჩანს, რომ ცვლილებები მოსალოდნელია აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის ომთან დაკავშირებით. არის უფრო ღია პროგნოზები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოსთხოვონ უკრაინას, სად შეიძლება გაჩერდეს ფრონტის ხაზი, როგორ წავა მოლაპარაკებები და ა.შ. გუშინ წავიკითხე ერთ-ერთი განცხადება, რომ თითის ქნევას უნდა დავანებოთ თავი სხვა ქვეყნების მიმართ, ჩვენი ადმინისტრაცია ასე აღარ გააგრძელებსო, ესეც რაღაც ახლის მაჩვენებელია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში და მგონია, რომ იქაც [აშშ-იც] ცვლილებებია მოსალოდნელი. რაც შეეხება ომს, ღიად არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაიგდოს ხელში, უკრაინა ცდილობს უფრო კარგ პოზიციაში იყოს როდესაც დადგება მოლაპარაკების დრო და მოლაპარაკების დრო რომ დადგება მშვიდობის თაობაზე, ამას უკვე ღიად საუბრობენ“, - აღნიშნა დიპლომატმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.