ასლან ბჟანია: აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს წესრიგის უზრუნველსაყოფად

ასლან ბჟანია: აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს წესრიგის უზრუნველსაყოფად

აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა".

„აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს", - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე.

თომა მოგხვნიათ! ამღიარებელიც და პატრონიც.
1 კვირის უკან