ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი
250 გრამი თხლად დაჭრილი ყაბაყი
370 გრამი დაჭრილი ბადრიჯანი
1 1/3 ჭიქა პომიდვრის საწებელი
1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. ბადრიჯანი და ყაბაყი მრგვალ თხელ ნაჭრებად დაჭერით. წვით თითეულ მხარეს 2-2 წუთით დარბილებამდე და ოდნავ გადაბრაწვამდე. გადაიტანეთ თეფშზე. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე.
ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ ბადრიჯნის, ყაბაყის, საწებლის და ყველის მესამედი ნაწილი. გაიმეორეთ მსგავსად შემდეგი 2 ფენა.
აცხვეთ 5 წუთით ყველის დადნობამდე და მსუბუქად გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით.