გურამ მაჭარაშვილი: არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ლგბტ დროშით ხელში ჩაატარეს

გურამ მაჭარაშვილი: არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ლგბტ დროშით ხელში ჩაატარეს

გეგმა თუ უგეგმობა - ესაა ოპოზიციის დღის წესრიგი. შესაბამისად არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და უკვე მოადგათ კარს ახალი წლის წინა დღეები და ამის იმედადღა არიან, რომ იქნებ საზოგადოებას გადაავიწყდეს ის დაპირება, რაც ოპოზიციამ მისცა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძეს გარდა გეგმა არ გვაქვსო და მამუკა ხაზარაძეს ზოგიერთი გეგმად ვერ მიიჩნევს. აბა გვარამიას ან მელიას ვკითხოთ როგორი გეგმაა ხაზარაძე. გამომდინარე აქედან, ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ლგბტ დროშით ხელში ჩაატარეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.